↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალწული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
როგორც წყნარი ღიმილინათელ კაეშნიანი,ღამე დაუვიწყარი,ღამე მსუბუქფრთიანი,ეფინება მაღალ მთებს,ეფინება ველს მწვანეს,და ვერცხლისფრად ანათებსმკვდართა სამყოფ სავანეს.ჯვრებს და ლოდებს, აკლდამებსლანდი ღონემიხდილიდასწოლია აჩრდილად -შავი, როგორც სიკვდილი.ღამის სიო ზვირთივითბალახს ედუდუნებადა მთლად გარინდებულიმას ყურს უგდებს ბუნება.ჩუ, სად ისმის ქვითინიგულით ამონახეთქი,ოჰ, არ გესმის ეს ოხვრა?სიოვ, დაჩუმდი-მეთქი!ოჰ, რამდენი ტკივილი,რამდენი მწუხარებადა რამდენი ვაებაამ ხმებში იფარება.სდგას ქალწული საფლავთანდა მთებს კი ღამის ჩრდილიდასწოლია ლანდებად -შავი, როგორც სიკვდილი.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი