↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალწულის ოცნება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ოდეს მთვარის ნაზი შუქით ივერცხლება ალვის ტანიდა ლანდებით იმოსება დაჩრდილული ხეივანი,ყვავილები ირხევიან და ირხევა ცაცხვის ჩრდილიდა ირხევა ტბის უფსკრული ვარსკვლავებით მოჭედილი -ამ დროს სარკმელს დაყრდნობილი მშვენიერი ქალწული სდგას,სდგას, ოცნებობს და სიფრთხილით უდარაჯებს ღამის სუნთქვას.ღამის სუნთქვით გაჟღენთილი ზამბახების გუნდი მღერის:„ეს ქალწული რას გვდარაჯობს, ეს ქალწული რას გვიცქერის?მთვარე ხვალაც ცაზე ივლის, მთვარე ზეგაც ივლის, ივლის...და ქალწულს კი არ შერჩება ეს ოცნება სიყმაწვილის...ის ოცნება წუთიერი თან წაჰყვება დროთა ელვას,ვერ გადურჩეს ვერაფერი წუთისოფლის მარად ღელვას“...მწუხარი სდგას კვლავ ქალწული... კვლავ დარაჯობს ვარსკვლავთა კვალს,ვარსკვლავთა კვალს ნისლი უვლის და ცრემლები ქალწულის თვალს...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი