↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქანდაკება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ხელს ნუ შეახებთ ქანდაკებას, არ გამიფუჭოთ!ეს გენიოსის სახე არის გამოყვანილი,შორს რომ გასცქერის და სახეზე დუმილი უცხოდგადაფენია... მაღალ ფიქრთ და გრძნობით აღვსილი.სამკუთხიანი ქუდი ხურავს, მაზედ ვარსკვლავი,თითქო სამყაროს დასთამაშებს მისთვისვე შექმნილს...რა აგონდება მეფეს ბედკრულს? - შორი საფლავიობოლ კუნძულზე თუ აფიქრებს მწარედ დაღვრემილს?ან იქნებ ფიქრობსძველ საფრანგეთზე,თავის თავზე დაზეციურ ღმერთზე?სამშობლო მხარეთუ აგონდებადა მისთვის შფოთავს,მისთვის ღონდება?ან იქნებ ახსოვსბრძოლისა ველი,ცეცხლად ქცეულიდა საკვირველი.გულს უკლავს სკიპტრაოხრად შთენილიდა რესპუბლიკაკვლავ აღდგენილი?გმირო, იქნება სული შენი ჩვენს მოკვდავ სოფელსსთხოვს უჩვეულოს, გასაკვირველს და მიუწვდომელს?მითხარი, გმირო, რა გაწუხებს, რა გავალალებს,საით მიაპყრობ შენს გამჭრიახ და ძლიერ თვალებს?განა კვლავ გესმის რჩეულ რაზმთა მქუხარე ჰანგი,ფიქრი ისევე ამ სოფელზე გაწუხებს განა?და ისევე გსურს, რომ მღეროდეს შენივე ჩანგი:- „შენ, იეღოვავ, ცა გეკუთვნის, მე კი ქვეყანა!“
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი