↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარბუქი მუსიკის ხმათა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
სახელოვანი და სანაქებოდა უფრო მეტიროს გრგვინავდა ხმა: „ამხანაგებო!“ცხრაას ჩვიდმეტი,აი, ეს იყო მართლა ქარბუქი,მუსიკის ხმათა -რაა „ფაუსტი“, ან „რიგოლეტო“,ან „ტრავიატა“?როგორ არ მახსოვს: ქუჩაში ბრძოლა,თეატრში - ტაში,იქ ბარიკადის ტყვიების ქროლა,აქ - ერმიტაჟი.დღემდე ვერ ვიცხრობ იმ გულისწყრომას.სისხლში ნაბანიჰკიოდა ქუჩა, აქ კი მღეროდაცნობილი ბანი!რა გული უნდა გიძგერდეს ნეტა,რომ იმნაირ დროსთუნდაც „რომეოს და ჯულიეტას“,„კარმენს“, „ფიგაროს“,უჯდე, ეს იმ დროს, როდესაც კრემლსშორი თოვიდან,ცეცხლდიუიმიანი ქვემეხები სცემსლეფორტოვიდან!ეს იმ დროს, როცა ბაევი, კირა -ყრმა თექვსმეტი წლის,დაჭრილი, ქოხით - მდინარის პირადნაცად ნაგანს სცლის:ოცდაჩვიდმეტი მხედართ რიგიდანეცემა ერთი, მეორე... კიდევ...ორკესტრმა სხვა ხმა უნდა აღმართოს,და თუ იქნება,ცოტათი მაინც რევოლუციისიყოს მიგნება.დაცხრეს ორკესტრი,რომელიც გვართობსმსუბუქ გართობით,ორკესტრმა სხვა ხმა უნდა აღმართოსმილიარდობით.იყოს იმ რიტმის ბგერა ზღვაურიხმობით საჩინო,ბერლიოზმა რომ ქუჩის ხმაურშიაღმოაჩინა.არა ლაჟვარდის თოვლი და ციგა,ან ბგერა მშვიდი.რევოლუციურ კლასის მუსიკა!მუსიკა დიდი!გადასხვაფერდა მთა და ტაიგა,ველი და ბინა,ვის უნდა ძველი ბალალაიკადა მანდოლინა?
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი