პოეზია · ლირიკა
ერთი დაღი აზის
ვერ ავიგე ვერსადჩემი მშვიდი ბუდე,დავიღალე ყოფით,კვდომის გზები ვბურდე.
გავიბლანდე ისე,აღარც ვუწყი ახლა,მარტო ვარ თუ მიქელ-გაბრიელი მახლავს.
პესიმიზმის ბილიკს,ოპტიმიზმის გამზირს,ჩემი მოკლე ჭკუითერთი დაღი აზის:
ვერ აიგებ ვერსადბუდეს, მშვიდს და მაღალს,დაიღლები ყოფითდა სწორი გზით წახვალ.