↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სანამ შენ გძინავს

ჯახუტაშვილი გურამ

2006-01-132 წთ საკითხავი928 ნახვა

—
სანამ შენ გძინავს, გესიზმრება შენი სიცელქე,შენი სიზმრების შენობაში,უტიფრად,ქვედასართულებიდან უნებართვოდ შემოგიწექიდა რამდენიმე კადრის გარდაიგივეს ვხედავ:ნაბალახარი ველებია ყველგან,ყვითელი,კომშის ბაღების სიმწიფეში აცეცებ თვალებს,რომ უნებურად,მიწოლილი,არ გადათელოსადმე კომშივით მოკბეჩილი ნახევარ-მთვარე.მხარზე ჩანთებითდაატარებ უკვე დაკრეფილხორკლიან ატმებს და ალაგებ იმ ფიჭვის ძირას,სადაც დაღლილი წერო მოდის და ფეხაკრეფითჯდება და მაღალ კენწეროზე დილამდე სძინავს.გავცდეთ ბავშვობას...გესიზმრება როცა სიდიდე,სხეულის როცა, შესამჩნევი, გეტყობა ფორმა,(რაღა მიწაზე გადავმხტარვარ სადმე ხიდიდანან თვალახვეულს შემხვედრია ქუჩაში ორმო)ისე მეცლება,მეკარგებაფეხქვეშ სიმყარე,ვერ ვიმორჩილებ შუბლის უკან მოგროვილ შიშებს,ასე მგონია,შენ კი არა, მთელი სამყაროწასწრებულივით მაკვირდება და ხელებს მიშვერს.გავცდეთ სიდიდეს...უტიფარი და მაინც მორცხვი,შენი სიზმრების სიშიშვლეში ვერ ვთოკავ განცდებსდა თუმცა ზურგის ჩაყოლებასთითებით ვფოცხავ,მოდი, ამ ასაკსცოტა ხანი შევეშვათ, გავცდეთ.ალბათ, სიზმარშიც ვერ იქნებიგარეშე ღმერთის,მე მოთარეშე შენს ხილვებში იგივეს ვფიქრობ,მაგრამ ამ ფიქრებს,როგორც წესი, ცოდვებიც ერთვისდა გადარეულ სამყაროშიჩვენივე მიკრო,ჩვენივე მკაცრი სამყაროა ცოდვის მოსურნედა არასოდეს დასასმელი კითხვაც - კითხვაა,მაგრამ,როდესაც შენობაში ვარ შემოსულიასე უტიფრად,უნებართვოდ,დაუკითხავად,ვერაფრით ვკინძავ ძველ შეკითხვას და ისიც მიჭირს,დავტოვო შენი სამოსახლო - სიზმრის ნაწყვეტი,თუმცა, აქამდეცრომ მქონოდა მე წასვლის ნიჭი,თავს ამ სიზმრებში ძრომიალით არ შეგაწყენდი.
ჯახუტაშვილი გურამ

ჯახუტაშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი