↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გმირის სურათთან

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13550 ნახვა

—
მისი დაღუპვა სამშობლოში არავის სჯერა,არ სჯერა ამ სახლს,ეზოს, ბუჩქებს, მშობლიურ სერებს,და მოხუც დედას -რომ ჩასძახოდა ყურში ასჯერაც, -ქართველი დედაგმირის სიკვდილს ვერ დაიჯერბს.
ხანდახან ეჭვი -საშინელი, ვით ბნელი ტყვია,გულს დაეხლებადა ბურუსი გახდება ცხადი,მაშინ გამშრალი ძუძუები უარს იტყვიან,იმედის სხივი ადგება და ოთახში დადის...
ფხიზლდება დედადა იმედი ეჭვის ჩრდილს წაშლის,ის ვაჟკაცია,არ მოკვდება... არც უნდა ქება,დარიალიდანარწივივით აფრინდა ცაშიდა ახლაც, იქნებ,მტრის ურდოებს მიერეკება.
ის იღიმება...მას მჩქეფარე სიცოცხლე სურდა,ახლაც მოილტვისამქვეყნიურ გუგუნისადმი,და ეს ღიმილიმის ბაგეებს შერჩება მუდამ,აწ და მარადის,უკუნითი უკუნისამდის.
1943 წ.თვალადი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი