↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გურამიშვილის საფლავზე

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13549 ნახვა

—
. . . ამ ორ მონასტერს მაქვნდა ალაგი,სასაფლაო და ძვალთა-შასალაგი...- ახლა მობრძანდი, მნახველო, მნახე,მისდა სანუფქოდ სად დავიმარხე...
შიო მღვიმის და ზედაზნის ქედებს,მტკვრის და არაგვის გადმოსახედებს,ბებერი მცხეთის ხრიოკს და ედემს, 'სვეტიცხოვლიდან აფრენილ მტრედებს,ქსნის და მუხრანის ლურჯ იალაღებს,გურამიანთა ძვალშესალაგებს -ის ახსნებდა...ვეღარ ეღირსა,ერგო ეს მიწა სანუფქოდ მისად...
ერგო ეს ზეცა ვრცელი ზღვასავით,მისი მზე, მთვარე, მისი ვარსკვლავიბრმას და ხეიბარს თავს დანათოდა.ამ ვარსკვლავების შუქი ათოვდა,მაინც ერთ მუჭა მიწას დარდობდა,ლეჩაქისხელა ზეცას ნატრობდა...ნატრობდა ბნელში აუნთებ ტაბლას,საქართველოში გაუთხრეს საფლავს,ზედაზნის ტყეში გაუთლელ ფიცარს,ჩოხის მასრებზე დაუყრელ მიწას...
შენს წინ დაჩოქილთ გვისმინე, დავით,კეთილის სმენად მოგვაპყრო ყური,მოგვაპყარო თვალი, ბნელში მხედავი,ისმინე,ახდა შენი ნატრული:ქართლში ბრიალებს ცეცხლი უკვდავი,ისევ ხურს თონე მამაპაპური,შენს სამარესთანმუხლს ვიყრით, დავით,გაზრდილნი შენი ლექსების პურით.
მიიღე, მოგვაქვს სანუფქოდ მისადშიო მღვიმის და ზედაზნის მიწა,ამას ნატრობდა, ობლად მდებარო,აჰა, დღეიდან გულზე გეყაროს!
გწვავდეს,გათბობდეს,მოგაგონებდესშენი სამშობლოს ხრიოკს და ედემს,მტკვრის და არაგვის გადმოსახედებს,შიო მღვიმის და სედაზნის ქედებს.
1955 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი