↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დავიწყებული სიყვარული ისევ მოვიდა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13546 ნახვა

—
დავიწყებული სიყვარული ისევ მოვიდა,ჩემზე ახლობელს, ჩემზე გამტანს ვის იპოვიდა?
ის იყო სევდა.. სიხარულსაც ის მასწავლიდა...რა იყო იგი, რად წავიდა, როდის წავიდა?
მე აღარც მახსოვს, როდის დამთმო და მიმატოვა,რაც ის წავიდა, თითქოს მუდამ, მუდამ მარტო ვარ.
დიდი ხანია, დიდი ხანია მოგელი სტუმარს...ვით შადრევანი მე ამ ბაღში ვჩურჩულებ ჩუმად.
1952 წ.თბილისი
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი