↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისტორიაა

ჯახუტაშვილი გურამ

2009-07-121 წთ საკითხავი980 ნახვა

—
ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა,ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი.
სმენადახშული ვაკვირდებით გადაბრუნებულ,ბილიკებიდან გადაცვენილ ურმების ჭრიალს,რაღა დროს გზების დანახვაა, რისი ბუნება,როცა სოფელში უკანასკნელ მუხასაც ჭრიან.
ისტორიაა... არაფერი, მოკვდი თუ გინდაჩვენს ხერხემალზე მოსეირნე ვიღაც კაცები,თითქოს თვალებში გვიყურებენ, მაგრამ ზურგიდანგაულესავი მაკრატლებით გვაქუცმაცებენ,დაუფარავად გვიმრუდებენ წვივებს ცულებით,ენის წითელი კაუჭებით გვაცლიან თვალებს,ისტორიაა, როცა ვდგავართ გადაცმულებიდა გააფთრებით ვასაფლავებთ საკუთარ ხვალეს.
სინანულისთვის სამსჯავროზე რაღას მიიტან,უფრო მტკივნეულს, უფრომწარეს, უფრო გადამდებს?როცა ფურცლებზე თუ შეხვდები ნიკოფსიიდანთვალებგახელილ საქართველოს დარუბანდამდე.
როცა სისხლივით გიმჟავდება მიწის სიმართლე,რომელსაც ახლა დაბრეცილი ხაზებით რთავენ,რა ნიკოფსია, დარუბანდი, ძლივსღა მივათრევთძირგავარდნილი ოთახიდან ოთახში თავებს.
ისიც ძველია, მეორდება, როცა თავიდანყოველი კადრი და უგულოდ კბილებდაკრეჭილმტაცებელს უნდა გამოვსტაცოთ საყლაპავიდანგაფითრებული საქართველოს თითო ნაგლეჯი.
ისტორიაა... მდინარეში როცა სილათაანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი!
ჯახუტაშვილი გურამ

ჯახუტაშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი