↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალი რა ვთქვა

ჯახუტაშვილი გურამ

2006-01-131 წთ საკითხავი923 ნახვა

—
ახალი რა ვთქვა, მე შენსკენ ვიწევ,აღმომჩენივით მიწის თუ განძის,თვალახვეული ვიკვალავ სივრცეს,მაგრამ ვერაფრით ვამცირებ მანძილს.ვიწევ და ლამის მომწყვიტოს წელიწაუკითხავი ლექსების დასტამ,ჯერაც არ ვიცი რამდენი წელივიქნები გზაში, როდემდე გასტანსწარმოსახვაში ასეთი კადრი,ასეთი მძაფრი შეგრძნება მიწის,როდესაც თითო მეტრი თუ ადლიჩემი ტერფების ქვემოდან იწვის.ახალი რა ვთქვა, მზე მომაქვს ხელით,ტკივილებს სუნთქვაშეკრული ვითმენდა როგორც დამწვარ ასანთის ღერებს,მე ისე ვმალავ უბეში თითებს.გადაჩვეული ფიქრსა და სიცილს,მოვათრევ შენსკენ უცნაურ საგნებს,გიახლოვდები, გხედავ და ვიცი,სად ხარ და მაინც ვერასდროს გაგნებ.ახალი რა ვთქვა, მე შენსკენ ვიწევ,აღმომჩენივით მიწის თუ განძის,თვალახვეული ვიკვალავ სივრცეს,მაგრამ ვერაფრით ვამცირებ მანძილს.
ჯახუტაშვილი გურამ

ჯახუტაშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი