↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძირს მუქთახორა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ძირს მუქთახორა, სასახლეშირომ დაბინავდა.ჩვენი სიმღერა ამბოხებისმუდამ ფრინავდა -სად ქედს არ იხრის მეომარიმშრომელი ხალხი,ჩვენ ვუპასუხებთ ინტერვენტებს:ძირს მუქთახორა!
ვინ მიაფინა დახვრეტილიგმირების გორა?ძირს სისხლისმსმელი, ძირს იუდა,ძირს მუქთახორა!
ძმური სალამი ხალხისათვისმეომარ რაზმებს,რომლებიც არა ეკლესიებსდა აიაზმებს, -
გადამტეხ დროში უუმძაფრესსნიჭსა და უნარს,ახმარს მომავალს ნათელ დროშითწმინდა კომუნას!
ძმები ერთმანეთს ვინ მოსწყვიტა,ვინ დააშორა?ძირს სისხლისმსმელი, ძირს იუდა,ძირს მუქთახორა!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი