↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძირს პაციფიზმი!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-186 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ძირს პაციფიზმი! გრიალებდაუბნები რურის,დროშებში იყო გახვეულიათასი მუშა.ყოველი ქუჩა ფერი იყოწითელ კამურისდა ელვარებდა მრავალ სახლისმრავალი შუშა.ძირს პაციფიზმი!ძირს ღალატი!ძირს ომის ღმერთი!ხომ სისხლითაა შეღებილიველი და ფერდი.- დემონსტრანტების მიარღვევდაპროსპექტებს მკერდი.მათ შორის, აი, ერთი მიდის(რომელი ერთი?)და ანთებული მღელვარებითუყვება იგი თავის ამხანაგს,გუშინდელი დღის სასმენელადმძიმე მოთხრობას.- დაგვაპატიმრეს ჩვენ გუშინწინპატიმართ რიგი,ვიწრო საკნებში, განვიცდიდითუჩვეველ გრძნობას.გათავდა დათვლა, შემოწმებასაღამო ხანის,როდესაც ისევ შემოგვესმაფეხის ხმაური.იარაღთ ჟღარუნს მოჰყვა ხველამრავალთაგანის,ჯალათებისთვის უსიამოდა უცნაური.უცებ გაიღო კამერებისყველა კარებიდა ყველას გულში მხოლოდ ზიზღისშეირხა გრძნობა:- ჰეი, არტურ, - ამბობს მოძალადე, -რას ეფარები,რენიე, შენაც აქ გამოდი,შენაც ზაგლობა. -და მთელი რიგი გაიძახანაცნობ გვარების.მე გადავხედე ჩემს ამხანაგსუნებურ კითხვით.მეც გამიძახეს. გავიარესაკნის კარები.მოძალადემაც გამაცილაუხეში სიტყვით.რაშია საქმე? დაძახება...და ასე გვიან.მე არ მივყვები, მიმათრევენძალის-ძალათი,ასეთნაირ დროს მხოლოდ მტრებითუ გეძახიან,ასეთნაირ დროს თუ გეძახის -მხოლოდ ჯალათი.მე დერეფანში დავინახეიაპონელიდა ყველა ჩემი ამხანაგიდარაჯთა შორის.ამხანაგები ამხნევებდენერთი-მეორეს.სისხლის მსმელებო! ყველაფერივიგრძენ მაშინვე:რომ არა სიტკბოს, არა სითბოსდა მოფერებას,არამედ საქმეს ამზადებდითმღვრიეს, საშინელს,და მისი ბნელი ფერი ედოციხის დერეფანს.ნახევრად ბნელი დერეფანი -ცივი ღუმელი.იარაღთ ჟღარუნს კლასიურიედება ხმობა.მოვა დრო, მრავალ რამეს იტყვისციხის დუმილი,შენს უდროობას რომ დარაჯობს,ძველო ევროპა.აქ საიდანღაც გამოვარდაჟანდარმი ძველი,ბულდოგის სახეს ემჩნეოდადაცინვა მკაცრი.ბრძანა და უცებ სველი ბაწრითშეგვბოჭეს ყველა.ერთი მეორეს გადაგვაბესცხრამეტი კაცი.ზიზღი მტრისადმი დაუნდობლადგულს აწუხებდადა მოძალადე გადასულიუგრძნობლობაში.ჩვენს შეკითხვაზე: სად მიგყევართ,გვიპასუხებდა:„განთავისუფლებთ“ ან „მიგიყვანთსხვა შენობაში“.ხელებშეკრულნი, გაყინულნი,ჩაცმულნი ცუდათციხის ეზოში გაგვიყვანესდა ციხე სდუმდა.„მშვიდობით, ძმებო!“ უცებ ციხემდაიგრიალა,ყველა კედელმა ყოველი მხრითხმას მისცა ბანიშეინძრა ციხე. პროტესტის ხმამდაატრიალაჭერი, კედლები, ყველა კუთხედა დერეფანი.„ხვალ თქვენც იქ წახვალთ!“ - იმუქრებაციხის უფროსი.მაგრამ სარკმლიდან მრისხანებითმძლე აკკორდებითციხე ბობოქრობს: „ო, იუდა,შენც თავის დროზე,არაფერია, არაფერი,გაგისწორდებით!“ჩვენ კი დაგვსინჯეს: ხომ მაგრათ ვართშეკრული ბაწრით,მე ერთს ჯარისკაცს ვერ ვივიწყებ,სახე გულწრფელი -უთამაშებდა რაღაც სულ სხვაგამწირველ აზრით.და მის თვალთაგან ჩემს ხელებზედაეცა ცრემლი.- საით მივყევართ, დასასჯელათ? -ჯარისკაცს ვკითხავ.მესმის მისი „ჰო“ და ცრემლებიმოდის ღვარ-ღვარად.კეთილო გულო, გავიფიქრე, ამ გაუკითხავხალხისგან ბევრი ნადგურდება,მაგრამ ამგვარად?მაგრად გაბაწრულ ხელებს სისხლივგრძნობ, რომ ეცლება,თავით კოჭამდე გამყინველირბის ჟრუანტელი,სიცალიერის და სიმხეცისმძლავრი შეძლებაჩემს წინ ანათებს როგორც დიდი,შავი კანდელი.ვხედავ გენერალს, იგი თითქომაწვდის პაპიროსს(ო, როგორ ჰგავდა თვითონ იგიიმ მღვრიე ღამეს),პაპიროსს მალავს ისევ მალედა იმავე დროსმწარე დაცინვით ეხლა პირშიმაჩრის კარამელს.სწრაფად მივყევართ კარებისაკენგულცივ ჯალათებს,ციხის ალაყაფ-ფარდულებისისმის ჭრიალი,„ზიზღი და კრულვა პაციფისტებს,მოღალატეებს,გაგისწორდებით ჩვენც ოდესმე“ -ციხე ღრიალებს.ჩვენ გაგვატარეს ალაყაფი,შემოგვეხვიაუდაბურ ღამის სიწყვდიადე,როგორც ობობა.და ადგილები, სადაც მტვერი,ქვა და ნეხვია,მწირი მინდვრები, ორმოები,უნაყოფობა.სთქვა ერთმა: ზაფხულს ამ ადგილასსწვავენ აგურებს.ახსოვდეს ყველას, ამ მიწაზემოგვკლავენ ძმურადდა მშენებლობისდრო როდესაცდაისადგურებს,ჩვენი სიცოცხლე მასში შევათითო აგურად.და გავიფიქრე: აი ბინაუკანასკნელი,სადაც ჩვენ გველის ჩამოღრჩობაან და დახვრეტა.თითოეულ წამში შენამდე სცემსათასი წელი -საბედისწერო ორმოებისმწარე დახვედრა.მთელმა ცხოვრებამ წინანდელმათვალწინ იალა.ბავშვობამ, დედამ, ადგილებმაჩემი ყრმობისა.შემდეგ ბრძოლები კლასიური,ქარხნის გრიალი,დიადი რწმენა ერთა შორისგადადნობისა.მივდივართ ჩქარი ნაბიჯებითდა მაინც გვცივა,ჩვენ ხომ ჩაცმული ვართ უბრალოდ,თანაც ქარია,არ ვიცი გულში სხვა იმედირამ გააღვივა,ხელის გახსნა მსურს, ბაწარი კიკვლავ მაგარია.ო, გამწარება! ჩვენ მივედითდახვრეტის ადგილს,იმედის მსგავსმა რამემ გულშიმაინც ინათა.რისი იმედი? ცხედარი რომმიწიდან ადგეს!დახშულია ხომ სამუდამოდგზა იმ ბინათა.შევჩერდით. ეხლა ჯალათებმაიწყეს მზადება.ჩვენ, როგორც ღამით მშიერ მგლებითმორტყმული ჯოგიერთად შევქუჩდით. ამაოათავგადადება,თავის დაღწევას სიკვდილისგანთუ ფიქრობს ზოგი.ახლო და ახლო, უფრო ახლომოდის მსროლელი,ორმოსთან, სადაც გაბედულადსდგას თვითოული.ისევ ქარია შუაღამითგამოქროლილი,ორმოს სიღრმეში დარჩენილაჯერ კიდევ თოვლი.გინდა იყვირო, გინდა ბრძოლა,აქაქანება,ამ შუაღამით არავისიარ არის შველა,და „დაიჩოქეთ“ რომ გაისმაუცებ ბრძანება,დავემშვიდობეთ განწირულნიერთმანეთს ყველა.ისმის „ესროლეთ“ (ჟრუანტელი),მაგრამ ოდნავადჩვენს გულში შედის სიხარულიდა აღტაცება...როცა სროლაზეერთპირად და მოულოდნელადმტკიცე უარი განაცხადესჯარისკაცებმა.- არ ვესვრით მუშებს! - და გადმოხტაის ჯარისკაცი,რომლის ცრემლები ჩემს ხელებზევიგრძენი წინათ.დაგვხსნა ბაწრები, უხაროდა:- აბა ჰე, გასწით!გისურვებთ მტარვალთ მოსდებოდეთცეცხლად და რკინად!ჩვენ წამოვედით სიკვდილიდან,ჩვენ ვიმალებით.ო, ამხანაგო, უთქვენობასვერ ითმენს გული.ო, ამხანაგო, შევეწიროთყველა ძალებით,რევოლუციის მომავლისავიყოთ ერთგული.და წინ მიიწევსდემონსტრაციამაღალი ხმებით:„იმპერიალისტურ ომსგადავაქცევთსამოქალაქო ომად“,„მხოლოდ პროლეტარულირევოლუციამიანიჭებს კაცობრიობასმშვიდობიანობას!“
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი