↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ მე მიღალატე ომთან

ჯობავა გვანცა

2026-07-181 წთ საკითხავი2272 ნახვა

—
შენ მე მიღალატე ჩუმად,წამის მეასედში გაქრი,მე გამოგეტირე, როცაზეცამ გაგიტაცა ისე,სიტყვაც ვერ გავიგე, რა თქვი.
თუმცა დაგიჯერე, რადგანბოლო ამოსუნთქვის ფასად,მუჭში ჩამიტოვე შვილი.როცა ვიძინებთ, შენ გვივლი,როცა ვიღვიძებთ, შეშლილი,ვკოცნი შენს ნაფერებ თმაზე.ჰოდა, ჩვენ ოთახში ორნიუცებ გავსამდებით ხოლმე.ოღონდ, მხოლოდ ზოგჯერ...
როგორს? დაგხატავდი ისეთს,რომ შენ კვლავ სიყვარულს მთხოვდე.მე კი სულს მოგთხოვდი შენსას,ხელზე მივიბამდი ჯაჭვით,მერე რომც სიკვდილზე გეთქვა,სულ არ ვინაღვლებდი წამით.
მაგრამ შემატოვე შვილი,ჰოდა, მის გამო შეშლილი,ტყვიას გაყოლილ შენს სისხლს მევეღარ დავადევნებ ჩემსას.დედა ვარ და ასკინკილით, მორჩა,ვეღარ, ვეღარ ვივლი...შენ მე მიღალატე ომთან,მე შენს დაფლეთილ გულს ვფიცავ,შვილთან გიღალატებ მხოლოდ,მერქვას გიჟი დედა, ცოლიც,ვივლი ხან მიწის, ხან ცისა.
შენ მე მიღალატე ომთან,ომმა ჩაგვაფურთხა სულში.

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი