↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელების ტანგო

ჯობავა გვანცა

2026-07-182 წთ საკითხავი2270 ნახვა

—
მე და შენს შორის განსხვავება არის მასალა,რომლითაც ვშლით და ვაწყობთჩვენ–ჩვენს დედამიწას...მე და შენ ვართ ორნი ერთი საერთო ჰაერით,მანამდე, სანამ გვიდგას საერთო მაგიდაზეჩვენ–ჩვენი ყავის ფინჯანი.ვსვამთ იშვიათად. უფრო მაშინ, როცა გულშისათქმელს ვალაგებთ და მახსენდება,ერთხელ დედამ მითხრა,არასდროს ჩამეხედა თვალებში თვალების იქითმისთვის, ვისგანაც უკან გზას ვერასდროსგამოვიგნებდი. გიცანი.ანუ არასდროს არ უნდა შემყვარებოდათავდავიწყებით. მინდოდა შენი თვალების იქითჩახედვა, მაგრამ არ ჩავიხედე.მე–ს და შენ–ს აქვთ ერთი საერთოც: ჩვენი ხელები,რომლებიც ვერასდროს გადაეყრებიან ერთმანეთს,ვერც შემთხვევით.მაგრამ შექმნიან ერთმანეთთან ვერ შეხვედრისყველაზე უფორმო სილუეტს. ორივე თავისებურს.და ვიდრე მევპოულობ შენში გულგრილობას, ცხადს თუ მოგონილს,შენ უკვე იცი, რომ მე მეტად აღარ მოვალ. და იმ წამს თითქოსკიდეც ვემთხვევით.
და თუნდაც...და მაინც... ორივესგვიღირს ერთად ყოფნა მხოლოდ ერთი დღით,ან იქნებ კიდეც მხოლოდ სადღაც ერთი საათით, იმადრომ მერე ვნახოთ როგორ ვსუნთქავთ უჰაერო სივრცეში,იმად, რომ მერე სადღაც რაღაც ჩუმად გვტკიოდეს.და ვქმნიდეთ. ვქმნიდეთ ტკივილის სილუეტს.მე და შენს შორის არის ახლა ხიდი და ქუჩა, რომელზეცსულ ერთხელ, მაგრამ მაინც ერთად ვიომეთ.
მე და შენ ვიყავით ორნი ერთი საერთო ჰაერით,მანამდე, სანამ გვედგა საერთო მაგიდაზეჩვენ–ჩვენი ყავის ფინჯანი.ვსვამდით იშვიათად და გულში ამ უცნაურშეხვედრას ვამართლებდით, მაგრამ უიმედოდ:მე – ვზივარ პოეტი შენს წინ და ვიცი, რომ ვერასდროსგიერთგულებ უფრო მეტად, ვიდრე ჩემს პოეზიას,რადგანშენ – ზიხარ მხატვარი ჩემს წინ და იცი, რომ ვერასდროსმიერთგულებ უფრო მეტად, ვიდრე შენს მხატვრობას(ორივემ ვიცით, რომ ვკითხულობთ ერთმანეთის აზრებს,თითქოს იდუმალს, მაგრამ არ ვიმჩნევთ,და ვამბობთ ხმამაღლა: არ მიცნობ!).მე–ს და შენ–ს აქვთ ერთი საერთო: ჩვენი ხელები,რომლებიც ვერასდროს შექმნიან ერთმანეთს.

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი