↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თავი მიაბრუნე

ჯობავა გვანცა

2026-07-181 წთ საკითხავი2272 ნახვა

—
ვდუმთ და ... არაფერი,ვყვირით... არაფერი,ვცოცხლობთ შერისხულნი,ვკვდებით დანანებით.
ჩემი ფანჯრებიდანომობს შემოდგომა,შენი ფანჯრებისკენუკვე შემოთოვა.
დილა, დილის ლოცვა,ყავა, თბილი პალტო,ქუჩა, სამსახური,მინდა განგიმარტო:
ვდაობთ არაფერზე.ისევ თბილი პალტო,ქუჩა, ცივი სახლი,გვშია. კითხვა: რატომ?
ღამე, ღამის ლოცვა,მინდა განგიმარტო:ჩვენ–ჩვენს დარაბებთანვომობთ მხოლოდ მარტო.
შენი ოთახიდანჩუმი ცრემლის წყარომ,ჩემთან ჩამოწვიმა,უნდა დავიხმარო,
რათა განგიმარტო:
ღმერთი კი არ გვართმევს,მუდამ თავად ვკარგავთ,ხვალ კი ჩვენს დაკარგულსმაინც დაგვიბრუნებს,სხვა გზით დაგვიბრუნებს,თავი მიაბრუნე...

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი