↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორც აფრის ტკაცუნი

იაშვილი პაოლო

2019-07-121 წთ საკითხავი6665 ნახვა

—
მაინც რად მინდა მეტი დასტურიგარდა იმისა, რომ დილა მეხნა,ვარ, როგორც ღვინო ალადასტურიდა მიხარია ფათური ქვეყნად.
მორთმეულია სამყარო გობით,მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობა,და ყოველ ყვავილს, ვარსკვლავს და კოპიტსჩემი ლექსისთვის მართებს მადლობა.
ამართულია სოველ ქვიშიდანცამდე კრიალა შუშის კედელი;და მე არ ვიცი, რაღა მიშლიდამეთქვა სიმღერა განუწყვეტელი:
როგორც აფრის ტკაცუნიმოვარდნილი ზღვიდან,ისეთი ვაჟკაცურიგაქროლება მინდა.
როგორც ფართო ჭადართანჩეროების ჯერი,ისე ჩუმად ჩატარდაჩემი ლექსი ბევრი.
და ქცეული სურათადსიტყვა, ყველა ბგერა,მიწაზე მიცურავდადამწიფებულ ქერად.
ბოსტნების დასანაგვად,მოუთიბავ მოლად,ბალახის ამხანაგადდა ომბალოს ტოლად.
ახლა, როცა ტკაცუნიაფრის მესმის ზღვიდან,ასეთი ვაჟკაცურიგაქროლება მინდა.
მინდა სიტყვის თარეშიჩემი ყველამ ნახოს,ხევსურების ფარეხში,ჩანჩქერების ახლოს.
მინდა მიწას მარჩენალსჰქონდეს მშვიდი ძილი;ჰგავდეს ვაჟის გაჩენას,მზის ამოსვლა დილით.როგორც აფრის ტკაცუნიმოვარდნილი ზღვიდან,ისეთი ვაჟკაცურიგაქროლება მინდა.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი