↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოემა ჩემი რამოდენიმეთ გადარევისა

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6668 ნახვა

—
-კარი პირველი-თორმეტი წლიდან მე არ მაცლიდნენცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები...მე დამქაშები საიდუმლო ჰანგებში მცდიდნენ,თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები.ყოველდღე მოდის სიღარიბე...დილები – ბურით...გადამიშენდნენ დღეს წითელი ხარები,დაობდა ზეცა, დაიფარა ბნელ ფაიფურით...დაინგრა ტვინი... დავეხეტები.მზიანს მიპირებს ღამე ჩათრევას;ხანჯლიან შვადღეს ვერ ვიხედები,ვეღარ უმღერი შვადღის შადრევანს.ახ! პოეზია... მეგობრობა... ჩემი სარდლობა...ასარგადონი... ოლოფერნი... ქალების თმები,ხმა უმაღლესი და პლანეტის: “როდესაც ვკვდები”.
-კარი მეორე-დამენახეთ, ამიგო წესი:დღემოკლესავით გადავიცვალე,და პოეზია უძვირფასესიმე დამიტირებს ყველაზე ნალე.მოაქვს სიკვდილებს ჩემთვის ცელენი,მაგრამ ზვარკაში არა ვარ კენტი:არ მიმეტებენ მე “ყანწელები”,რემბო, ბოდლერი და დეზ-ესსენტი.ღმერთმა სიგიჟე გადმომივლინა,რადგანაც ხშირად მე ვარ მშიერი.დედა მიტირებს მე ბაბილინადა ჯიბრაელი მამა ძლიერი,ქვეყნიერება ადრე დავტოვე,სულ ზედმეტია ერის ნუგეში,მომეგება ჩხიკვაძე ნოესაიქიოში და დიდუბეში.
-ეპიტაფია-გაგიჟდა... მაშასადამე გადაიცვალაპოეტი პაოლო იაშვილი...პოეზიისთვის ბევრი იწვალა,მაგრამ არ იყო იმისთვის საშველი,როდესაც იყო სუსტი, პატარამკითხავმა უთხრა: “იყავ გმირია”,ოცდაოთხ წლამდე დრო გაატარადა ოცდახუთზე გადაიარა.იყოს უკვდავი მისი სამარადა იქ შეევსოს ამ ქვეყნის ნაკლი,იქ ყავდეს ცოლათ მეფე თამარიდა მყარად ყავდეს მეფე ირაკლი!
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი