პოეზია · ლირიკა
პოეზია
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები,ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,მაგრამ არ არი ტანჯვა უფრო უზარმაზარიროგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეულიდა ხალხი ამბობს "ეს კაცია ლექსის მწერალი",მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეულიეს ჩემი ტანჯვა, დასაქცევი ტვინი ვერანი.
რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.
შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატიდა სისხლი, აზრი სული იქცნენ იმის მონებად,გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადიაღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.
რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელიჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს,და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,მაშინ ეს მძორი ყვავებისთვის გასატანია.