პოეზია · ლირიკა
საკუთარ თავს
დაჯექ, დაწერე, დახატე,რითაც ცხოვრება ივსება,მიეც დამშეულ ქაღალდებსსაშვილიშვილო თვისება.
გარეშე საქმეს გადარჩი,მან ხალხი გააგულისა,გასინჯე ცეცხლის ღადარშისიმაგრე ლექსად თქმულისა,
ვერ ვნახო სიტყვის გარეშესხვა მოწოდება მაღალი,ჰანგებით იანგარიშეცხოვრების აყალმაყალი.
სიტყვა ტოლია ისართა,მიზანში მოეკიდება,დაწერე როგორ იზარდაჩვენი თაობის დიდება.
როგორ უშენდა სიმარდითლიახვს გამართულ ანკესებს,როგორ აივსო სიმართლითღარიბ ოჯახის ჰანგებზე.
დაწერე მტერთა ბანაკზედა სიხარულზე მიწისა,ანდა პოემა განაგრძედახვრეტილ ჯაფარიძისა.
უნდა თქვა ხმა საკახეთო,მისი ველები გელიან,ან ახალ თვალით გახედომურძაყან დადეშქელიანს.
რად იყო დასატანჯავიდიდი წოდების პატრონი,რისთვის გააპო ხანჯალითრუსეთის გუბერნატორი.
დაჯექ, დაწერე, დახატეშენთვის ულუფად ნაწერი,ახალ თქმულებად გახადეამბავი სააკაძესი.
შემომაცქერდა,გული აძგერდა,როგორც ასკერთაბრძოლაში მიწა,შებრუნდა, როგორც თევზი ფაცერთან,და მოშრიალე ჭილობზე მიწვა.რა მექნა განა?მთელი ქვეკანაულხინეს ნანასწარმოადგენდა...და გადავსძახე მძინარე ბანაკსამხანაგებო! უკვე გათენდა!
თუ ცისარტყელას ფერადი ხონჩაარის მშვენება ზეცის კამარის,მის საპასუხოდ ყოველდღე მოჩანსრიონის წელზედ რკინის ქამარი.
არა, არ ჰგავხარ მარტო ქუთაისს,ხარ რაც მინახავს იმაზე მეტი,ძველს, შავი ზღვიდან მოშვერილ დაისსშენ შეაგებე სინათლის სვეტი.
არ ჰგევხარ ჩემი ბავშობის ქალაქს,ხარ უფრო მთელი და ჭიშკრიანი,შენს შესანიშნავ ხავერდის ბალახსესმის ათასჯერ მეტი შრიალი.
შეგეხარების შენი ნაზარდიდა შენთვის ასეთ სურვილებს ვეძებ:რომ აბრეშუმით სასვსე ბაზარიგადაშლილიყოს მწყალობელ მზეზე.
რომ შენი მწვანე ფოთლების ჟღერავიცოდე-მხოლოდ ჩიტებით ვერ ძლებს,რომ დიდის გულით თქმული სიმღერაარ დაეძებდეს მოოქრულ ვერძებს.
რომ დაემატოს აგურს აგური,ფიცარს ფიცარი მისდევდეს ლარში,და რომ გუგუნი ამხანაგურირიონის წყალმა ჩაზიდოს ზღვაში.