↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბროწეულებში ცა გახლართულა

ჭილაძე თამაზ

2013-05-121 წთ საკითხავი4344 ნახვა

—
ბროწეულებში ცა გახლართულა,არმაზს და არაგვს სულში მზე უზის...ჯვარი კი თითქოს ცის ხომალდია,საქართველოზე დაბმული ღუზით.მეცა მაქვს მიწა, ცა, გაზაფხული,ბროწეულები, მთები, ტყეები,მდინარეები, როგორც ბალახშიჩამოვარდნილი ცისარტყელები.და ბროწეულის ყვავილის ცეცხლი,როგორც ტკივილი კივის და იწვის,ჩემს მკერდს და ხელებს, ფიქრს და სიმღერასაბრუებს სუნთქვა ცოცხალი მიწის.და ამ მიწაში, ხეებში, ცაშიჩემი სიცოცხლე მღერის და ფეთქავს.თუ ყურს დაუგდებ, მეც შემიძლიავთქვა, რაც გაზაფხულს უნდოდა ეთქვა...
ჭილაძე თამაზ

ჭილაძე თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი