↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "სულ ერთმა ჭიქამ"

ჭილაძე თამაზ

2016-06-121 წთ საკითხავი4384 ნახვა

—
სულ ერთმა ჭიქამ, სულ ერთმა ჭიქამდამათრო ასე და მომაგონდი.აღარსად ჩანდი,აღარსად იყავ...სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...ვიფიქრე _ წავალ, გავივლი გზაზე,შემხვდები ალბათ ამ ქუჩის ბოლოს,სხვა ფერის კაბა გეცმება მხოლოდ,სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.მერე რამდენი შენ მიგამსგავსერხევით,ღიმილით,ხმით და სიცილით!მომინდა უცებ შენი სიცივეც...სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა _ოქტომბრით სავსე და შენით სავსე.აღარსად ჩანდი,აღარსად იყავ...სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...
ჭილაძე თამაზ

ჭილაძე თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი