პოეზია · ლირიკა
*** "მე ვკარგავ დღეებს"
მე ვკარგავ დღეებსდა ვახელ თვალებსდა მთებზე ვხედავქორბუდა ირმებს.ვიღაც მეძახის:მალე და მალე...და იქნებ მართლავუყვარვარ ვინმეს?..და ყველაფერი მკაფიოდ მოჩანს,რაც დაკარგული მეგონა ადრედა ისე, როგორც უვლიან დროშას,მე ვუფრთხილდები ჩემს ცას და ჭადრებს.მე ვკარგავ დღეებსდა ვახელ თვალებსდე, იწკრიალონ თმაში ყინვებმა!სულ ახლოს ვხედავ ცის გახსნილ კარებსდა თავბრუს მახვევს,ვით მონადირეს,მზის მამალივით წამოყივლება.