პოეზია · ლირიკა
* * * წარმოიდგინეთ სიმარტოვე
წარმოიდგინეთ სიმარტოვე,სიცივე,ღამე,ნავთქურის ახლოს მთვლემარე კატადა კალენდარი შარშანდელი(თუ უფრო ძველი),ნოტების წიგნით გამართულიმაგიდის ფეხი.
როცა მარხავდნენ ჩემს მეგობარს,ცალკე, კუთხეში,მეგობრის დედა ფლეიტაზე უკრავდა ჩუმად...გარეთ კი წვიმდა...ღია კარში მოჩანდა ქუჩა...