პოეზია · ლირიკა
*** "მატარებელში დამძინებია"
მატარებელში დამძინებიადა გამივლია ჩემი სადგური...წასულან დღენი სიყმაწვილისა,განათებული მკრთალი სანთურით.სად დაიკარგა ძველი სიმართლეშენი თვალების, შენი ღიმილის,სხვა სადგურების მათრობს სინათლე,სხვა მატარებლის მესმის კივილი.უცებ ვიგრძენი მთელი ქვეყანა,ტვინში ჩამჯდარი, გულში ჩადგმული,მატარებელში დამძინებიადა გამივლია ჩემი სადგური...