↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ზღვა არის ჩუმი..."

ჭილაძე თამაზ

2016-06-121 წთ საკითხავი4342 ნახვა

—
ზღვა არის ჩუმი... ნუთუ ის ზღვაა,მე რომ მიყვარდა... ნუთუ ის არის...ცად ავარდნილი ტალღა მრისხანერამ გააჩუმა, რომ ვერ ვიცანი.გემი, რომელიც არსად არ მიდის,ჰგავს გაბრუებულს მზით და თრიაქით,ნელა მავიწყებს ფიქრებს ამინდი,მშვიდი და სუფთა, ვით აფთიაქი.შიშველი ანძა, ბეტონის ზღვარიდა დამსხვრეული ნავის ფიცარი...ზღვა არის ჩუმი... ნუთუ ის ზღვაა,მე რომ მიყვარდა... ნუთუ ის არის...
ჭილაძე თამაზ

ჭილაძე თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი