↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაიძინე!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ეძინებათ ცის ვარსკვლავებს... ეძინებათ ტბის ფერიებს...მთვარის სხივი ცაზე ღელავს, თითქო ღრუბლებს იგერიებს.ეძინება ყვავილთა გუნდს, არემარეს ეძინება...დაქანცულ ველს, მდუმარე მთებს ღამის სუნთქვა ეფინება.დაიძინე, ტყის ფოთოლო, დაიძინე, ქვეყნის სევდავ!დაიძინე, არემარევ, დაიძინე, შემოხედვავ!დაიძინე, ცის კამარავ, შენც, ყვავილის ცელქო მუმლო!..დაივიწყეთ ხევხუვებში მიმალული საიდუმლო...დაიძინე, დაიძინე, ფიქრთა შორის, შავო მთაო!ნანას გეტყვის ნელი სიო და მდუმარე სასაფლაო...ჯერ არ იცი, რისთვის ცოცხლობ, რად არსებობ, ვისზე ფიქრობ...ჯერ სიჩუმის მტანჯავ ძალას ვერ გაფანტავ... ვერ ჩაიქრობ...როცა ნისლი დაგაწვება, არ დაღონდე, ჩემო კარგო!მსურს მომავლის სიხარული შენს სერებზე შემოვქარგო!
1911
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი