პოეზია · ლირიკა
გწერ
გწერ,იცი სადღაც დამეკარგა სიწითლე ბავშვის,ჩემს ნარჩენს გზებზე მეეზოვე ქალები გვიან,და ამ ქალაქში შემორჩენილ ერთადერთ კავშირს,სასაცილოა რომ სახელად "მწერალთა" ქვია.გწერ,რაღაც უცხო შეგრძნებაა და ბროლის გათლილჭიქიდან არყის ზეგავლენით - (ნამდვილად ღირდა)გწერ ყოველივეს რასაც ვგრძნობდი ამ ლექსის ჩათვლით,კაცობრიობის,უფრო ჩემი გაჩენის დღიდან.გწერ.აჰა! ჩემი ტკივილების ათასი ტომი,ლაგდება სულის თაროებზე, სინდისის გასწვრივძნელია დავრჩე ამიტომაც სიგრძეზე ხტომით,გადასადგმელად მომზადებულ ნაბიჯებს ვასწრებ.
გწერ.წამწამებთან მოგროვილი ოდნავი ქრისტე....შემინახე!