↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალბათ! (გენრი დოლიძეს)

წულუკიძე სულხან

2026-07-181 წთ საკითხავი1986 ნახვა

—
მზე სუსტია ამ საღამოს,ზღვაც ცივია საბანაოდ,უფერული ღრუბელი კი,ჩასუნთქვაზეც დაქანაობსსად ხარ ახლა? შე უღმერთო, დედამიწის რომელ კიჩოს,დედაჩემის თვალებივით მომანატრე თავი ბიჭო.
გუშინ ღამით ღმერთი ვნახე,ვუყურებდი კრძალვით ერთხანს,მერე ადგა და კალთიდან პოეზია დაიფერთხა.შენც იყავი დამიძახე და ველური გამხეცებითსათითაოდ გადავყლაპეთ ის ციმციმა ნამცეცები.
სად ხარ ახლა?ლექსით ავსებ,ბედისწერის რომელ ღრიჭოს,ქალის ცელქი ღიმილივით მომანატრე თავი ბიჭო.
ჰორიზონტზე დელფინების კოტრიალა ტაიფუნებს -მივსდევ,წამით ნასესხები სიხარული დამიბრუნეს.არა იქნებ ტყუილია და წამების მადაზეა,ჩემი მთელი რეალობა - პოეტური ფანტაზია.
სად ხარ ახლა,ლამის სევდამ,გული ასად გამიხლიჩოს,დედაჩემის თვალებივით, მომანატრე თავი ბიჭო.
წულუკიძე სულხან

წულუკიძე სულხან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი