პოეზია · ლირიკა
ნუ შემეცვლები
ნუ შემეცვლები ცაო ქართლისავ,არ მოიკარო პირზე ღრუბელი...შენი მზე მათოვს, სხივი მბარდნის დაშენა ხარ ჩემი ნავსაყუდელი.
ნუ შემეცვლები ალაგო წმინდავ,შემოფლეთილო ქრისტეს კვართივით,მე ის ვარ, ვისაც სიშენე სჭირდა -სისხლიც და რჯულიც მიდგას მათივე.
მუდამ უაზრო სევდით გათოშილს,ფიქრებმა ჩემში ვეღარ დამლუქეს,რადგან ცრემლი ვარ, გურჯის ტაოში -დაუცხრომელი სული მამლუქის...
რადგან ათასჯერ დათვლილს დავითვლი,წარსულის გროშს რომ არ გავფანტავდე,რადგან მიწაზე მეფე დავითისმე მანძილი ვარ დარუბანდამდე -
ნიკოფსიითგან და მიწიერნო,ნუ გამისინჯავთ ვაჟკაცს ტალავარს,ნუ გაიკვირვებთ კაცის იერით,როგორ მოვახტი ზეცის გალავანს...
ნუ შემეცვლები ქალო - მზე ქალო,გულში რომ ლექსის ხანძარს მიჩაღებ,სიკვდილად უნდა შემოვეყაროშენს საკოცნელად მოსულ ყივჩაღებს!...
მუდამ ჩადრებში მალვა გიწევდა,გაუძელ დროებს, ფანტე ქაოსი,ნუ შემეცვლები ენავ ივერთა,მე სიცოცხლე ვარ ვეფხისტყაოსნის!...
სწორედ ამიტომ ბედმა ჩამქარგა -ანით ჰოემდე სულის თექაში,ქართული სიტყვის არდასაკარგადეს ლექსი იყოს ჩემი ფეშქაში.
ბოლოს კი მაინც რწმენა მაქეზებს,უფლის ჯვარია ჩემი სამძღვარი,ახლად შეყრილი წვერიც სახეზე -ჯერ ქართველობით არ ვარ გამძღარი...
თვალზე სიცოცხლის ცრემლი მომდის დაასე მისველებს სხეულს მიწამდე,ძალა მომეცი ქართველობისა -ღმერთო უკუნით უკუნისამდე!