პოეზია · ლირიკა
გ-ელი-ნო
ჩალით სავსეა მერეგი,მიმინო ცაში სეირნობს,აკვანს მიხედე მერე კი,გვერდზე მოგვიჯექ გელინო.
ნახე სირთების გადაღმა,ჩვენი მიწები მთავრდება,ჰოდა იმღერე ხმამაღლა,იქ დედეს გუუხარდება.
იტყვის მომესწრო ბიჭები,შეკრთება, გაფაციცდება,რომ კიდევ დააბიჯებენ,შენფერი ყირმიზ-ციცები.
გელინო ჰოდა იმღერე,იმღერე დუშმნის ჯინაზე,ყელი შველივით იღერე,ნუღარ იფიქრებ იმაზე -
რაც იყო, და ნურც შეგრცხვება,ქალი ხარ ღრუბლის ნაჭარი,გიზგიზებ მადლის ცეცხლივით,გამათბობელო აჭარის.
სავსე მაქვს გულის მერეგი,ცაში მიმინო სეირნობს,აკვანს მიხედე, მერე კი,გვერდზე მოგვიჯექ გელინო.