პოეზია · ლირიკა
პოეზია - კი
გამიჭირდება ამ ტკივილისტარება ვგონებ,რადგან სულერთი აღარ არისრა გითხრეს სხვებმა,პოეზია კი ჩემი აზრითუფროა თონე,რომელშიც ახალმოზელილიპოეტი ცხვება...
უძილო ლექსებს ღამეებისგვერდით ვალაგებდა თითქოს სტროფებს ვინახავდეუფრო გულიანს,პოეზია კი ჩემი აზრითარის ქალაქი,რომელიც მზიან ამინდებშიცგალუმპულია...
ვუცქერ კალენდარს თვითმკვლელობისშიშით შედგენილს,უსიყვარულოდ დარჩენილი მქვია აშუღი,პოეზია კი ჩემი აზრითარის რენტგენი,სხეულში - ლექსად - გამომწყვდეულსულს რომ აშუქებს...
ასე ვფიქრობ და ორგანიზმშივეღარ ვაკავებგრძნობებს, რომლებსაც მოესიათტკივილთა წყება,პოეზია კი ჩემი აზრითარის აკვანი,სადაც პოეტინებისმიერ ასაკში წვება...
და ვდგავარ ახლა დაწყევლილიდღეების გვერდით,რადგან ტაძართან მიმავალიბილიკი არ ჩანს,პოეზია კი ჩემიაზრით უფროა ღმერთი!..ჯვარზე - აღდგომის შემდეგაც რომგაკრული დარჩა...