↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კლასიკა

სტურუა ლია

2013-05-121 წთ საკითხავი18609 ნახვა

—
იყო დრო, როცა ღიმილითვიღაცის გათბობა შემეძლო,მზის ლიმიტი ამოვწურე,სულ `გარეთ გასვლა მეზარებაში~ ვცხოვრობ,დღის 5 საათზე დაღამებაში.ღიმილი კუნთების მოძრაობად მექცა,შიდაგანათება დედაჩემს გავატანესაფლავში, მუსიკა _ ბებიაჩემს,გადმოქართულებული რეპი მომესაჯა,სლენგით გაზრდილი ბავშვებისმდინარეში შეყვანადა რუსთაველით მონათვლა.ხან გამომდის, ხან _ არა,პედაგოგის ნიჭი მაკლია,მაწვნის დედობის, ვის შვილებსაცქათქათი გაუდით, ქრესტომათიის შრატიდანკლასიკა ამოაქვთ და კრიალებენ ერთად...აი, ვინ ხედავს,რუსთაველის მიმბაძველ საუკუნეებსგურამიშვილმა როგორ გადაუარათავისი რვამარცვლიანი სიჯანსაღით,მუხამბაზებში ჩამდნარ პოეტებსძალიანაც რომ გატკბილებოდათ სიცოცხლე,ეგნატე ნინოშვილს გააძღობდნენოქროს წყალში გავლებული ფარშავანგებით?ეს ნეგატივები დედის რძეშივე დევს,უნდა გავამჟღავნოთ,კლასიკასთან ხელჩაკიდებული ფოტოებიგამოვანათოთ ბნელი ოთახიდან,მზის ლიმიტი გავიგრძელოთ...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი