↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კომენტარის გარეშე

სტურუა ლია

2026-07-181 წთ საკითხავი18609 ნახვა

—
დემოკრატია პოეტებსბუბლიკის ნახვრეტს არგუნებს,ტკბილი ცომი სხვას შეხვდება,ამის დამნახავი მაიაკოვსკიყვითელ კოფთას აფრიალებდა,პაოლო იაშვილი ლექსავდა:`კოფთებით _ მოვკვდებით~,შვიდხმიან სიმღერას უხრახნიდა ყურში,აბა, საიდან ეს ტვინისსაღრძობი რითმები?რა სიმწარეა, როცა ბებერ ცხენსთავი კვიცი ჰგონიადა ჟღალ თმას ისე აფრიალებს,თითქოს გუშინ არ შეეღებოს,პურიც რომ შეღებონ,ხალხს რა ეშველება?ჩემი ძვირფასი ცისფერყანწელები!კი, გალაკტიონი მოვიდადა ყველაფერი ააყირავა,მყინვართან ჰქონდა სიახლოვე,როცა ესენი ფრანგული სინატიფითეთამაშებოდნენ სიტყვას, მაგრამმიწა ამათ გაანოყიერესშემდეგი თაობების მოსაზელად,პოეზიისგან შარავანდედს რომ ელოდნენ,თავის გასაგლეჯი თოფი მიიღეს,ყურში კი არა,შიგ აბსოლუტურ სმენაში ჩანგალი!და რომელიმე სალვადორ დალი\\\'სამართებლით ჭრიდა მათ სისხლს,რომ ალისფერ ზეწრებზეთავისი კინო გაეშვა,რომელსაც ნორმალური მაყურებელი,თავშიც რომ აეტანა კუჭი,მაინც ვერ მოინელებდადა შეშურდებოდა კაშკაშა პარანოიის,აბა, რა იქნებოდა!

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი