პოეზია · ლირიკა
სონეტი 2 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
ორმოცი ზამთრის ტყვეობაში რომ ჩავარდები,შენს შუბლს ორმოცი ნაოჭი რომ დათხრის, დაღარავს,რომ გადაფარავს შენს ყვავილნარს ეკალ-ბარდებიდა არ მოხიბლავს აღარავის... არსად... არღარას,
მაშინ გკითხავენ - “ის მშვენება სად გადამალე,საით გაქრაო საგანძური ყმაწვილურ ფერთა?”იტყვი - “თვალების სიღრმეებში დავასამარე!...”და ეს მოიტანს გაუგონარ დაცინვას შენთან.
შენს სილამაზეს მიეგება მეტი ღირსება,თქმა რომ შეგეძლოს – “ეს არსება შვილია ჩემი,მას გადაეცა ყველა ჩემი ზნე და თვისება,იგია ჩემთვის სიბერის ჟამს ნუგეშისმცემი”.შენ ცივ ზამთრებში, სიბერისკენ გადარხეულში,შვილს იხილავ და კვლავაც სითბოს იგრძნობ სხეულში.