↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 20 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
ბანოვანივით მშვენიერი შეგქმნა განგებამ,ამიტომ ჩემთვის მეფეც ხარ და დედოფალიცა,ქალივით სათნოვ, ნატიფი ხარ, ვით ქანდაკება,მგრამ ქალურად ორგულობის წესებს არ იცავ.ნატელი მზერით თითქოს ოქროს ზღვაში დაცურავ,ქალურ სიყალბეს მოკლებულან სენო თვალები,მამაკაცები შეგხარიან მამაკაცურად,გონდაკარგული გთავაზობენ გულებს ქალები.ჯერ ქალად შეგქმნა, შეუყვარდი მერე ბუნებასდა, სამწუხაროდ, მამაკაცად გადაგაქცია,თვითაც ქალია, ტრფობა როგორ გაემტყუნება,მაგრამ ქალნი თუ ააშენა, მე დამაქცია.და თუკი ქალებს უწყალობე, რაც რამ გებადა,და გრძნობა მომეც, მათთვის დაგრჩეს ღელვა ვნებათა.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი