↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 2 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2016-10-121 წთ საკითხავი21582 ნახვა

—
როცა ორმოცჯერ დაიზამთრებს შუბლი მწყაზარი,მაშინ ღაწვებიც დროის ხნულით ნაოჭდებიან,ეგ სამოსელიც შეიქმენბა ძონძი საზარიდა სილამაზის ნაფლეთები გამოჩნდებიან.მაშინ გკითხავენ რა უყავი სიტურფის სხივებს,საით დამარხე წარსულ დღეთა საგანძურები,შენ უპასუხებ: "სილამაზეს სამარედ მივეცეს ჩაცვინულნი თვალნი ჩემნი დატანჯულები".შენი პასუხი შენს დაცინვად მოგეჩვენება,არა სჯობია, მაშინ გქონდეს ყველგან სათქმელად:"აი, ეს არის, ჩემი შვილი, ჩემი მშვენება,ჩემი სიბერის პატიება და გამართლება".მემკვიდრე შეჰქმენ, რომ დაგიცხროს ეს იარებიდა სიბერეში სიჭაბუკეს ეზიარებ!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი