↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

9 სიყვარული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95292 ნახვა

—
ცხრა ჩემთვის მზიანია,ელვარე და ლომფერი.როცა მე დავიბადე,იყო ცხრა ოკტომბერი.შემდეგ ნაზი დღეებითვალმა ვეღარ დათვალა,დღე ყოველთვის ცხრა იყო,და მზე მუდამ - ცხრათვალა.ოჰ, ტკბილო საქართველო!სუნთქვა გაუმაძღარო,შენი სახელებიაცხრამუხა და ცხრაწყარო.ცხრა - არჩევის დღე იყოპოეტების მეფეთა.ცხრას - პირველი გრიგალიგზაზე შემომეფეთა.სიტყვაში: რუსთაველიცხრა ელვარე ხანია,სახელიც: გალაკტიონ -მხოლოდ ცხრა ანბანია.მახსოვს ზამთრის დღეებიდა სიბნელე გვიანი -როგორ უცებ მშველოდაისევ ბუხრის ცხრიანი.ოჰ, ოცნებავ ყრმობისა,ცრემლი იყო ღვარული.ცხრა კლდესაც გაალხობდაჩემი ცხრა სიყვარული.ცხრა ჩემთვის მზიანია,ელვარე და ლომფერი,როცა მე დავიბადე,იყო ცხრა ოკტომბერი.
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი