↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 19 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21579 ნახვა

—
დროვ ულმობელო, ისევ მიწას დაახრევინემისგან შობილთა მომავალი და სიჭაბუკე,ლომი დაკოდე, ვეფხვს კბილები დაათხრევინე,ფენიქსის გულიც მის საკუთარ სისხლში დაბუგე.ატირე ზეცა, მზე აცინე ათასფერება,ნება გაქვს მთელი დედამიწა ააქვითინო,რაც გინდა უყავ წუთისოფლის ბედნიერებას,ოღონდაც ერთი მძიმე ცოდვა არ ჩაიდინო:მაგ ბებერ კალმით არ დახაზო სატრფოს მშვენება,მის სილამაზეს ააცდინე ცელი ბუნების,ნუღარ დააჭკნობს აწყვეტილი შენი ჭენება,მომავალს დარჩეს, ვით ნიმუში დიდებულების.მაგრამ თუ გინდა, შენი ცელით ყველა გათიბე,ეს ჩემი ლექსი გადაარჩენს მის სინატიფეს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი