პოეზია · ლირიკა
ლიტერატურული სარჩული
ხეებია, მდინარეა, მაინც ყველაფერიუფრო ქვასავით იკვეთება, ვიდრე შრიალებს...ამ ყველაფერში ვარ ჩამხობილი,გადავკეტე ყვირილი ვიბრაციის ბოლომდე,მორჩა აღტაცება ლიტერატურით:ცალკე _ ტექსტი, ცალკე _ სქოლიოების კუზი;იარონ და ზიდონ თავისიუკუღმართი ესთეტიკა სიკვდილამდე,მას მერეც, რა ჩემი საქმეა?ჩვეულებრივი ხეები მაქვს თვალწინ,არამოფიქრალი, მდინარე _ უშროშანო,ტალახიანი,ამასობაში გულზე მჩხვლეტენფრანგი პოეტები (ნემსები ოქროსია),ვან გოგმა რომ ყური მოიჭრა,ამაზე მეტი რა უნდა ქნა?შენივე მოგონილი ველოსიპედიმიიჭედო გაგიჟებულ მენიერზე?`ქაცვია მწყემსი~ დაწერო?მერე, გადახვეწილი გურამიშვილი?გაგდებული, მოკვეთილი, მოკლული სხვები?შესაბამისი ნახტომების აღმოჩენასაკუთარ სისხლში...რამდენი სხივი სჭირდება ღმერთსჩვენი სარჩულის გასანათებლად!