↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მოეშვი შაკიკიანი თავიდან

სტურუა ლია

2014-09-121 წთ საკითხავი18609 ნახვა

—
მოეშვი შაკიკიანი თავიდანანალგინის კოშკების ამოყვანას,ანუ სპილოს ძვლის!ეპატაჟი ფრანგების მოგონილია.იცი, რა სამშობლოებია საბნის ქვეშ?ოღონდ, ტკივილის ბაცილა არ უნდა შეგყვეს,წყალი მოდის, სინათლე ანთია,ჩამოიბანე საქმიანი დღე და შედი,მოიცილე შიში სწორი ხაზებისსიმართლის წინაშე,პატარა, მოკუნტული, მაგრამ შენი,ებრაელი მხატვრების სიყვარული,რომელიც დაგანგრევდა,გოიას რომ ერთადერთი მარგალიტიარ მოეშუქებინაამ ყველაფერზე ფიქრობ საბნის ქვეშ,ლამის, შუადღემდე, ბუების თავშესაფარში,რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ტოროლებისაა,მოზომილად მოქმედებენ,წკრიალის განრიგიც კი აქვთ,მაგრამ სუტინს, რომელიც კედელზე გიკიდია,მშობლიურ სილოგიზმში ვერ ჩატენიტკივილი გათენებისას გაღვიძებს,საბნისქვეშა სამშობლო გათელილია,მზე, თურმე, ამ დროს ადგება სახლს,ასეთ უკუთხო გარემოში, თავშესაფარს,მითუმეტეს, ვერ იპოვი,მას უფრო, რამე მხიარულინატურმორტი მოუხდებოდა, ვიდრესანთლის ძაფივით დაგრეხილი სუტინი,ტკივილის შეფუთვნას ვანებებს თავსდა ვტირი,ავადმყოფობას თავისი ხედვა აქვს...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი