↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

«იყიდეთ რამე!»

სტურუა ლია

2026-07-181 წთ საკითხავი18612 ნახვა

—
ამ ქალაქის გარშემოისევ თრიალეთის მთებია?ჯერ კიდევ რბილი ზურგი აქვთმშობლების საფლავებივითთუ უკვე ხიმინჯებისჩასარჭობად ამზადებენ?ქუჩა აღარ ყიდისძროხის მაწონს, კარტოფილის სიმაძღრეს,ლეღვის დიაბეტს,ერთი ყვირილიღა დარჩა:«ვიბარებ ბოთლებს!»მკვახე, მაგრამ ყელგამოწეული,კიდევ _ ჩემი ნაცნობები,უჩრდილო ასგრადუსიან რუსთაველზერომ იხვეწებიან:_ იყიდეთ ვაჟა-ფშაველასციმბირის წყლული!ვან გოგის მანათობელი ყური,ენერგოკრიზისის დასაძლევად!ათას ზაზიაშვილზე ერთი ფიროსმანი,რომელსაც ჩონჩხები არ უჩხრიალებიაიმის გასაგებად, რომ ყველა ძვალიზუსტად იმდენი აქვთ, რამდენიც უნდა ჰქონდეთ,სამაგიეროდ, ორი თითით იწევდა ყელს,ლამის თრიალეთის მთებამდე...ამაზე უკეთესს რას ასწავლიდნენ,რაც გინდა აკადემიები ეშენებინათმისი სულის მისადგომებთან?..

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი