პოეზია · ლირიკა
* * * შეჩვეული ვარ შექებას
შეჩვეული ვარ შექებას;შეჩვეული ვარ ძაგებას;შეჩვეული ვარ მოგებას;შეჩვეული ვარ წაგებას;შეჩვეული ვარ დანგრევას;შეჩვეული ვარ აგებას;გაჩენილი ვარ ტანჯვისთვის _სამტროდ,საცემრად,საკეპად...
მიჩვეული ვარ ძაგებას;მიჩვეული ვარ შექებას;მიჩვეული ვარ ლოყაზეძვირფასი ხელის შეხებას;შაშვი რომ გალობს ცისკრისას,გალობა _ მეც შემეხება!მზე რომ ამოდის _ მგონია,მე შემხვდა,მე შემეგება...
ვწერ სიხარულებს!ვწერ ტანჯვას!ვწერ საღამო ხანს!ვწერ დილით!ცხოვრების წიგნი მთავრდება,აკლია მხოლოდ წერტილი...