პოეზია · ლირიკა
* * * შენ დღემუდამ ითვლი ფულს
შენ დღემუდამ ითვლი ფულს!მე დღემუდამ ვითვლი პულსს!მაინც შურით უცქერიტრაპეზს ჩემსას, ღარიბულს!რაც მე მიყვარს - ის შენ გძულს!რაც შენ გიყვარს - ის მე მძულს!შენ მხოლოდ ერთს - უვლი ხორცს!მე მხოლოდ ერთს - ვუვლი სულს!
აი, ახლაც - მე ვთვლი პულსს!აი, ახლაც - შენ თვლი ფულს!რა ამღერებს, ვიცოდე,გალიაში შენს ბულბულს!რომ მიყურებ განაბულს,მე პულსს ვითვლი, განა ფულს!შენს მომავალს ფუტუროსვჭვრეტ გასიგრძეგანებულს...