↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გვიან დავბრუნდით

სტურუა ლია

2010-08-121 წთ საკითხავი18609 ნახვა

—
გვიან დავბრუნდით, წამლის და შიშისლორწოთი მიწებებულები ერთმანეთს,მარტო ფეხებს ვიწმენდდით ცალ-ცალკე,ერთი ტელევიზორი ინფორმაციას უჩვენებდა,მეორე – სერიალს,დედაჩემი რეკავდა,პირდაპირ, სისხლძარღვებით კრეფდა ნომერს,ხელები გაუცდა ჩემი შვილის მოვლაში,ახლა, მისი ახალგაზრდობა თვალებს ჭრიდა,მე უფრო მეგუებოდა, გათლილი ვაშლივით.ლიფტი არ მუშაობდა,მეთორმეტე სართულის ფანჯრიდანშენ არ გამიშვი, დანა ავიღედა კარტოფილის, ხახვის, ცრემლების დაჭრა დავიწყე –ვახშამი ჩემი ნევროზისგან,ზოგჯერ რომ მესიზმრება, ისე ტკბილად,თითქოს არაფერი უკეთესი არ მინახავს ცხოვრებაში.

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი