↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აგვისტოა ქალაქში

სტურუა ლია

2017-06-121 წთ საკითხავი18617 ნახვა

—
დაშაქრული თაფლივით შედედებული შუადღე...ასფალისტისფერი ცა, თითქოს, არასდროსარ ყოფილა გამჭვირვალე.ტრამვაის ვაგონებს ხალხი კი არ დაყავს,გადააქვს სიცხე, წითელი, კაშკაშა,ზარების გუგუნით გაჟღენთილი,უსასრულოდ ქცეული ქალაქისერთი ბოლოდან მეორეში...ქუჩაში მიდის ქალი,ერთადერთი გამჭვირვალე სხეულიმთელ ამ თაფლისფერ, შედედებულ ატმოსფეროში,..შეხვდება მამაკაცს,ელაპარაკება ამინდზე და პოეზიაზე,ხოლო მის შიგნით,როგორც კურკა შინდის მარცვალშიოქროსფერი ბიჭი ანთია...მამაკაცი ვერაფერს ამჩნევს,თამბაქოსფერი მზე ციმციმებს მის მზერაში,ის ლაპარაკობს და ტკბება,საკუთარი ხმით და ქალის ყურადღებით...მთელი ქალაქი ხედავს გამჭვირვალე სხეულშიოქროსფერ ბიჭს,ბიჭი კი ტირის...რაზე?ვინ იცის...იქნებ თამბაქოსფერ მზეზე,რომელიც მერე მოაგონებსდედამისის სევდას...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი