პოეზია · ლირიკა
* * * ბანალური იყო ცხოვრება
ბანალური იყო ცხოვრება,კაცები სვამდნენ,ქალები ხელს უშლიდნენ,თუ თვითონაც აჰყვებოდნენდა ვერცხლი გაუკრთებოდათ ყელში,დღიური ლაპარაკის ნორმასგამოკლებული გრამებისიმღერას ემატებოდა,მიწას მაინც ვერ სცილდებოდნენ,კაცები კი, სიგარეტის კვამლითშესქელებულ ჰაერზე ისხდნენ...რამდენჯერ გადაუღვრიათ ღვინოაივნიდან, რომ ქმრებსჭერი არ გაეხვრიტათდა, სულაც, ღრუბლებზეარ ასულიყვნენ...სახლის წინ, მაშინვეხე ამოდიოდა, წითელი ან ყვითელი,(ღვინის ფერის მიხედვით)პირდაპირ, შემოდგომისთვისგამზადებული, რომელსაცვერავინ ვერ ხედავდა,სევდას კი გრძნობდნენ,რატომ, ამ მხიარულ სუფრაზე,ასეთი ბანალური ბედნიერების დროს?ჯერ სად იყო გულის ანთება,ან ტვინის შეშუპება,არც თავის მოკვლას ფიქრობდა ვინმე,არც ვერცხლის ამოღებასსიმღერიდან და ჟანგიანი ყელითცხოვრების გაგრძელებას,მხოლოდ ხეებმა იცოდნენყველაფერი, იქნებ, თავისიუცნაური წარმომავლობის გამო?შეზარხოშებული დადიოდნენერთი ადგილიდან მეორეზე,უშეცდომოდ პოულობდნენსაჭირო საფლავს...