↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მერაბ ჯიხაძეს

წულუკიძე სულხან

2026-07-181 წთ საკითხავი1979 ნახვა

—
სამყარო თითქოს მოქნეული დათვის ტორია,და მერამდენედ აიცილე ვეღარ აჯამებ.ძაღლი მიაკვდა სულში ყველა ყალბ ისტორიას,აუქციონზე შეფასებულ ტკივილს, საჯაროდ.
ჩვენ ვიცით,თუმცა გვედარდება უკვე ნაკლებად,რომ არწივობას აბრალებენ ყველა ღობისჩიტს,და სანამ ღმერთი გათენებით სიკვდილს მომისჯისმინდა ქუჩების შფოთიანი ლექსით აკლება.
აპრილიც ჩვენი დახატული წვიმით ციტირებს,და მზეს შეჩვეულ სილუეტებს ბრაზი ერევათ,ჯანდაბას! ძმაო, მეფეებმა უნდა იტირონპაიკებმა თუ შევუცდინეთ ლაზიერები.
ახლა კი ლექსიც, (ასე ვფიქრობ) გავს ისტორიას,ღამეა, ქუჩა, ნათურები, ვერცხლის ბოძები,ძმაო! ცხოვრება მოქნეული დათვის ტორია,და თუ ამ ღამით შევეწირე, ნუღარ მომძებნი!
წულუკიძე სულხან

წულუკიძე სულხან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი