პოეზია · ლირიკა
ტბა
მე ვარ ეული, კეთროვანი, მქვია წარსული,ეს ჩემი ტბაა, წლებია რაც ერთად ვარსებობთ.და როცა ზეცა მგლისფერდება მე მას გარს ვუვლი,ანუ ვმოძრაობ საკუთარი თავის გარშემო.
მერე კი წყალში ვიხედები, ტბას არ ანცვიფრებს,სახეზე კეთრი, და ნაკვთების ასიმეტრია,სწორედ ამიტომ აქვე ვცხოვრობ, პირას ამ ტბისვე,დაახლოებით ჩემს ქოხამდე ასი მეტრია.
ტბა გულწრფელია, და ყოველთვის ცდილობს მიმეკრასსულზე, წამით რომ დამავიწყოს ყველა ეტაპიწარსულის, მძიმე, რომელსაც მე ისე ვირეკლავ,როგორც ცხოვრებას ზედაპირულს, რომლის ზედაპირს
თქვენ ალამაზებთ პოეტები, ხელოვანები...ახირებული ხასიათით, ცუდი ჩვევებით,მოხეტიალე აჩრდილები, მხოლოდ თავნებაკაპიტნები და არასოდეს მენიჩბეები!
ერთ დროს ტბა უფრო დიდი იყო, სავსე იხვებით,ჰქონდა ზღაპრული სილამაზე, რიწის, ფარავნისმსგავსი. ამბავი, რომელსაც მე ახლა გიყვებით,ცოტამ თუ იცის, ან საერთოდ იცის არავინ...
ტბა ივსებოდა მნახველებით, კვირის მილეულს,მის ერთ ბოლოში ხიდი იყო, იქვე ბებიაყიდდა ფუნთუშებს, ორცხობილებს, ათას ტკბილეულს,ჩემი ფიქრები დღემდე იმით იკვებებიან...
ის დღე არ იყო წვიმიანი, და არც უმზეო,არც ქარიშხალთა შემზარავი ხმა არ ისმოდა,მღვრიე მორევში ჩაიძირა ბავშვი უმწეო,რომლის თვალებში ჩაიძრა მარადისობა.
და ყოველი წლის, ყოველ იმ დღეს თეთრი სინათლე,აფეთქების თუ ამოფრქვევის მსგავსი ანთებაყველა სულიერს ეზიდება, ტბისკენ მიათრევს,და წამიერად იკარგება, უჩინარდება.
ხშირად ათასი წელი არის ერთი წამიც კი,ყველა ზომის და ყველა ჯიშის თევზი ნემსკავზე,უჰაერობას ერთნაირი ზომით განიცდისჩვენ თვითმკვლელობა ვერ შევძელით, ვერ დაგემსგავსეთ...
მე ვარ ეული კეთროვანი, ვინმე ავსული,ეს ჩემი ტბაა, წლებია რაც ერთად ვარსებობთ.და როცა ზეცა მგლისფერდება მე მას გარს ვუვლი,ანუ ვმოძრაობ საკუთარი თავის გარშემო.