↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაიძრა ქვეითი ჯარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
დაიძრა ქვეითი ჯარი,აქუხდა არტილერია.კვლავ საზენიტო გრიგალისმალ-მალი ხმა შეერია.
გლეჯენ, სრესავენ მტრის ტანკებსგზებზე ტყვიების მტვერია.ხანძრებს - ზეაწვდილს ცათამდის,ღრუბლები დაუფერია.
აწ საქმე მიდგა ცხენზედა,ცხენიც აფხაზის ჯერია.უნდა გენახათ იმ ცეცხლშირა ფიცხი და ძლიერია.
არა ერთს და ორ ქარიშხალსდა გრიგალს გადამწვდენარი,ტყვიების სტვენას ხვდებოდაჩემი ფრთიანი მერანი.
თოვლი, მიდამო ტრიალი,მიყრუებული შარები,მივადგებოდით ქალაქებს:აბა, გაგვიღეთ კარები.
ეხლაც საქმე დგას ცხენზედა,ცხენი კი ჩემი ჯერია.ერთობ ბევრი რამ გადაგვხვდა;სწორედ რომ ასაწერია.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი